
რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით თურქეთის ტელევიზია ავრცელებს.
თურქეთის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სამხედრო ძალების მოიერიშე ,,F16“-მა რუსულ სამხედრო სადაზვერო თვითმფრინავ ,,ილ20” აიძულა დაბრუნებულიყო საერთაშორისო საჰაერო სივრცეში და დაეტოვებინა თურქეთის ტერიტორია.
დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.