
ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე სასაუბროდ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი
რუსეთში ვლადიმერ პუტინთან გაემგზავრება.
ოფიციალური ვიზიტი 11 იანვარს გაიმართება.
"მოლაპარაკებების ფარგლებში იგეგმება საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური თემების განხილვა, მათ
შორის სირიასა და ლიბიაში არსებული ვითარების, ასევე, ბაღდადის აეროპორტზე ავიადარტყმის შედეგად
ახლო აღმოსავლეთში წარმოქმნილი დაძაბულობის ესკალაციის განხილვა", — ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა უკრაინის საკითხიც იქნება.