
ბერა ივანიშვილი ამჯერად ავსტრალიის ხანძარს ეხმაურება და ინსტაგრამის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
“ჩემი ფიქრები და ლოცვა ავსტრალიაში მძვინვარე ხანძრებს ეხება. ვეძებ გზებს, როგორ ჩავერთო ამ პროცესში და
როგორ გავუწიო დახმარება. მანამდე კი მოდით, გააზიარეთ ეს პოსტი თქვენს სთორიში. ავსტრალიის ხანძრების
შედეგად 12 მილიონი აკრი დაიწვა, რაც უფრო მეტია, ვიდრე კალიფორნიის, ამაზონის და ციმბირის ხანძრების
შედეგად დამწვარი ტერიტორია ერთად აღებული. კლიმატის ცვლილება რეალურია“ – წერს ბერა და საკუთარ
გვერდზე ხანძრების ამსახველ ფოტოებს დებს.
ავსტრალიაში ხანძარს სექტემბრიდან დღემდე მინიმუმ 23 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულებით
კი დაკარგულად ითვლება. ხანძარმა გაანადგურა 1500 სახლი და მილიონობით ჰექტარი ტყე.
შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის ხანძრის შემდეგ მისი აღდგენის ფონდში 1100 000 დოლარი
გადარიცხა.