
დედაქალაქ ჯაკარტაში წყალდიდობას სულ ცოტა 21 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დაღუპულთა ასაკი 8-დან 82 წლამდეა.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა ქალაქში ახალი წლის ღამეს დაიწყო.
ჯაკარტიდან 62 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მეტეოროლოგების პროგნოზით, წვიმა უქმეებამდე არ გადაიღებს.