
რომის პაპმა პეტრეს ტაძარში ქადაგებისას, ქალთა მიმართ ძალადობა დაგმო და აღნიშნა, რომ მდედრობითი
სქესის მიმართ ყველა სახის ძალადობა ღვთის შეურაცხყოფაა:
ქალთა მიმართ ძალადობა ღვთის შეურაცხყოფაა. რამდენჯერ გამოუყენებიათ ქალის სხეული
რეკლამისთვის, მოგების მიღებისთვის, პორნოგრაფიისთვის. ქალის სხეული უნდა გათავისუფლდეს ამ
ყველაფრისგან. მას პატივი უნდა ვცეთ. დღეს დედობაც დაკნინებულია, რადგან ერთადერთი ზრდა, რაც
გვაინტერესებს, ეკონომიკური ზრდაა." -აღნიშნა პაპმა.
პაპი ხშირად საუბრობს მსგავს თემებზე.ახალგაზრდებს კი კეთილგონიერებისაკენ და ჭეშმარიტი
სიყვარულისკენ მოუწოდებს.
მან გააკრიტიკა პორნოგრაფია და მას „ტყუილის ინდუსტრია“ უწოდა.