
კანადაში ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონემ პრინცი ჰარის და მეგან მარკლის მიღებაზე უარი განაცხადა.
საქმე ისაა, რომ მეპატრონეს რესტორანში უსაფრთხოების უმაღლესი დონის უზრუნველყოფა არ შეეძლო.
უცხოური გამოცემის თანახმად, წყვილმა მაგიდის დასაჯავშნად დაცვის წევრები გააგზავნა, მას შემდეგ,
რაც მეპატრონეებმა პოტენციური სტუმრების ვინაობა შეიტყვეს, მათ მიღებაზე უარი განაცხადეს.
სამეფო ოჯახი ახალი წლის დღეებს კანადაში ატარებს.
მარიამ ნებიერიძე