კუნძულ სან-კრისტობალთან სატვირთო გემის გადაბრუნდა, რის გამოც ზღვაში დაახლოებით 2500 ლიტრი დიზელის საწვავი ჩაიღვარა.აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ეკვადორის ხელისუფლებამ გალაპაგოსის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
შემთხვევა ხომალდის ნავთობით დატვირთვის დროს მოხდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
დაცული ტერიტორიის გაწმენდის ოპერაცია უკვე დაწყებულია.