-
2019-12-21 12:23
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსულ გაზსადენს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ „ბიბისი“
იუწყება.
„ბისისის“ ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად სანქციები უწესდება ყველა კომპანიას, რომლებიც პროექტში – „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მონაწილეობენ. აკრძალვითი ზომები შესულია აშშ-ის 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტში, რომელიც ხელის მოწერის შემდეგ ძალაში შევიდა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სანქციები ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის არის მიღებული.
გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 1,225 კილომეტრის სიგრძის მილსადენი, რომელიც „გაზპრომს“ ეკუთვნის და რომლის საშუალებითაც რუსეთი გერმანიაში გაზის ექსპორტს მნიშვნელოვნად გაზრდის, გერმანიას „რუსეთის ტყვედ“ აქცევს.
აშშ-ის მხრიდან გაზსადენზე სანქციების დაწესებას რუსეთი და ევროპა ეწინააღმდეგებიან. გასულ კვირას გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ პროექტის წინააღმდეგ ექსტრატერიტორიული სანქციების წინააღმდეგია.