
სულ მცირე 14 მამონტის ჩონჩხია აღმოჩენილი მექსიკის ხაფანგებში, რომლებიც დაახლოებით 15,000 წლის წინ ააშენეს ადამიანებმა. ამის შესახებ ინფორმაციას “BBC News”-ი ავრცელებს.
ჩრდ. მექსიკაში ნაპოვნი ორი ორმო არის პირველი მამონტის დასაჭერი ხაფანგი, რომელიც აქამდე აღმოჩენილა.
ძველი მონადირეები ჩირაღდნებითა და ჯოხებით იტყუებდნენ სპილოს ზომის ძუძუმწოვრებს, თუმცა უფრო დიდ ცხოველებზე ნადირობის შესახებ არაფერი ვიცოდით.
უკანასკნელად აღმოჩენილი 800 მამონტის ძვლები ჩვენს გაგებას შეცვლის თუ რამდმენად ადრე დაიწყეს ადამიანებმა გრანდიოზულ ცხოველებზე ნადირობა.
მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის სახელმწიოფო უნივერსიტეტში ვარაუდობენ, რომ ჩრდ. მექსიკაში კიდევ აღმოაჩენენ მამონტების დასაჭერ ხაფანგებს.