
ნიუ-დელიში ჰაერის დაბინძურების დონე გაიზარდა.
ქალაქი შავ ნისლშია გახვეული. მოსახლეობას სუნთქვის შესაძლებლობაც არ აქვს და დიდია რესპირატორული დაავადებების გავრცელების შანსი.
არსებული ნისლის გამო 30-ზე მეტი ფრენა გადაიდო.
ხელისუფლებამ მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთვევაში, უსაფრთხოების მიზნით, მათ სახის ნიღბების გამოყენება მოსთხოვა. ასევე დაწესდა შეზღუდვა ქუჩაში სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებაზე. შესაბამისად, ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ავტობუსი და სასწრაფო დახმარების მანქანა გადაადგილდება.
ჰაერის დაბინძურების მიზეზი ფერმერების მიერ ტერიტორიების გაწმენდის მიზნით მოსავლის ნარჩენების გადაწვა გახდა. ეს ქმნის ნახშირბადის, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების ნაზავს, რაც ჰინდუს ფესტივალის დროს გაშვებულმა ფეიერვერკებმა კიდევ უფრო გაამწვავა.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სატრანსპორტო საშუალებებზე დაწესებული შეზღუდვა ქალაქს რეაბილიტაციაში დაეხმარება.