
აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის ადამ შიფის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლას ახდენს, მას იმპიჩმენტი ემუქრება.
როგორც CNN იტყობინება: "დონალდ ტრამპი სკანდალში ვოლოდიმირ ზელენსკისთან 25 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის შედეგად გაეხვა. გავრცელებულ განცხადებაში მაშინ ითქვა, რომ ტრამპმა კოლეგასთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ „უკრაინის ახალი ხელისუფლება ქვეყნის იმიჯის შეცვლას მოკლე ვადაში მოახერხებს, ასევე დაასრულებს კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებას, რომლებიც უკრაინისა და აშშ-ის ურთიერთობას აზიანებს“.