ფილიპინებზე, კუნძულ მანდანაოსთან, 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები 55,5 კმ. სიღრმეში დაფიქსირდა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.