
საფრანგეთის პრეზიდენტმა ბრეგანსონში, საზაფხულო რეზიდენციაში რუს კოლეგას უმასპინძლა. ემანუელ მაკრონმა მიღების
შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს დემოკრატიის საერთაშორისო პრინციპებს
საფრანგეთის პირველი პირი იმედს იტოვებს, რომ შეხვედრის დროს მიღწეული იქნება პროგრესი უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით.
„ჩვენ მოვუწოდებდით პროტესტის, სიტყვის და აზრის თავისუფლების დაცვისკენ და არჩევნებში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფისკენ. რაც სრულად უნდა იქნეს დაცული რუსეთში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში. ვინაიდან, მე მჯერა ევროპული რუსეთის“, – განაცხადა მაკრონმა.