-
2017-09-24 20:49
რუსეთის ქალაქ კლინციში, რომელიც ბრაინსკის ოლქის ერთერთი უდიდესი ქალაქია, ქალაქის დღის აღსანიშნავად, ბაიკერთა ჯგუფ "ღამის მგლებთან" ერთად, რუსეთის სახალხო არტისტი თამარ გვერდწითელიც ჩავიდა.
თამარ გვერდწითელმა მონაწილეობა მიიღო საზეიმო ღონისძიებებში, ხოლო შემდეგ კონცერტზე წარსდგა კლინცელების წინაშე და სიმღერა შეასრულა. მანამდე ქალაქის ხელმძღვანელობის ინიციატივით რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა, სადაც "ღამის მგლებიც" მონაწილეობდნენ.
ქალაქმა დაარსების 310-ე წლისთავი იზეიმა, კლინცელები მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც გაიხსნა მუზეუმი ღია ცის ქვეშ და გამოიფინა მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული ფოტოები.