-
2017-09-15 00:28
სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3-94233 დაზიანდა სამხედრო სწავლების დროს სმოლენსკის რაიონში. ფოტოები და ინფორმაცია უკრაინელმა, ატო-ს ზონის მებრძოლმა ტარას ჩმუტმა გაავრცელა.
"შემთხვევა შაიკოვკაში მოხდა - სტრატეგიული ბომბდამშენი საფრენ ბილიკზე ვერ დაჯდა და ზოლიდან გადავიდა. ისეა დამსხვრეული, აღდგენას არ ექვემდებარება. ეს კარგია, რადგან ერთი ბომბდამშენით ნაკლებია მათგან, რომელსაც, პერსპექტივაში, შეეძლო კიევი დაებომბა", - წერს მებრძოლი.
შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მებრძოლებმა სწორედ ამ მოდელის სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოაგდეს.

