-
2017-04-02 13:31
კოლუმბიაში მეწყრისა და ღვარცოფის შედეგად 254 ადამიანია დაღუპული, მინიმუმ, 200 - უგზო-უკვლოდ დაიკარგა. კოლუმბიის არმიის ინფორმაციით, მეწყრის დროს დაღუპულია 254 ადამიანი, ქვეყნის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა განაცხადა, რომ დაღუპულია 193 ადამიანი.
დაშავებულია 400-მდე პირი.
სტიქია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, მოკოას დასახლებაში გადაუღებელი წვიმების შედეგად, მდინარეების ადიდებას მოჰყვა.
რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სტიქიის ადგილზე ჩავიდა ქვეყნის პრეზიდენტიც.
სალიკვიდაციო და სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 1000 -მდე სამხედრო, მაშველი და სამართლამდაცველია ჩართული.