
„ჩემი პირადი "ფეისბუქ" გვერდი, სადაც 5 ათასი მეგობარი და 65 ათასი გამომწერი მყავდა, უბრალოდ აიღეს და გააუქმეს. არავის გავუფრთხილებივარ და არც მიზეზი უთქვამთ.“ - აღნიშნა შევჩენკომ "ტვიტერის" მეშვეობით.
მაქსიმ შევჩენკო არაერთხელ არის შემჩნეული ანტისემიტური განცხადებების გაკეთებაში. ასევე ცნობილია, მისი პროარაბული პოზიციაც.
2011 წელს მან განაცხადა, რომ „დადგება დრო, როდესაც ებრაელები პალესტინელებს გაზის კამერებში ჩასვამენ, ამიტომ არაბული სამყარო პალესტინელი ერის გვერდით უნდა დადგეს.“
ასევე, "ეხო მოსკვის" ეთერში მან "ნაცისტი" უწოდა ებრაელ მწერალს დინა რუბინას.