
რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სულ მალე შეჭირვებულ მოქალაქეებს ბარათები დაურიგდებათ, სადაც ბონუსები და ქულები დაირიცხება.
ამით მოქალაქეებს სამამულო წარმოების ისეთი პროდუქტების შეძენა შეეძლებათ, როგორიცაა ხილ-ბოსტნეული, რძის ნაწარმი, თევზეული და ხორცი.
სამინისტროში ამბობენ, რომ ეს გეგმა ჯერ კიდევ 2015 წელს შეიმუშავეს. მათი თქმით, ბარათებს დაგროვებითი ფუნქცია არ ექნება და მოქალაქეებმა ბონუსები დადგენილ ვადაში უნდა გახარჯონ. სამინისტროს განცხადებით, პროექტის მომზადებასა და ჩაშვებაში, რაც წელსვეა დაგეგმილი, 140 მილიარდი რუბლი დაიხარჯება.