
ბრიუსელში დაკავებულია ნაჯიმ ლაშრავი. ის ეჭვმიტანილია 22 მარტს ბრიუსელის ტერაქტების მოწყობაში. დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინეს.
ლაშრავს აგრეთვე ეძებდნენ 2015 წლის 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტის შემდეგ, რადგან მისი დნმ-ის კვალი პარიზის თეატრსა და სტადიონზე შაჰიდების ქამრებზე იპოვეს.