მოსკოვი: სავჩენკოს ბილბორდი გაჩერებაზე; ს.-პეტერბურგი - 30 ადამიანი ქუჩაში...

Image

უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერად აქციები მისი სასამართლო პროცესის წინადღეს არამხოლოდ უკრაინაში და მის მეგობარ ქვეყნებში, რუსეთშიც გაიმართა. 

 

მოსკოვში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე უცნობმა პირებმა ნადეჟდა სავჩენკოს ბილბორდი გამოფინეს, მისი მხარდამჭერი წარწერით. ბილბორდი "სადოვოე კოლცოს" მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განთავსებული.

 

NAD1.jpg

 

სავჩენკოს ორიგინალურად დაუჭირეს მხარი სანკტ-პეტერბურგშიც, სადაც მფრინავი უკრაინელი პარტიოტის მხარდასაჭერად ქუჩაში 30-დე ადამიანი გამოვიდა. 

 

NAD.jpg

 

შეგახსენებთ, ნადეჟდა სავჩენკოს ბოლო პროცესზე მოსამართლემ ბოლო სიტყვის თქმის უფლება არ მისცა და სხდომა 9 მარტამდე გადადო. სავჩენკომ განაცხადა, რომ მისთვის ბოლო სიტყვის ჩამორთმევას უფლების დარღვევად აღიქვამს და მშრალ შიმშილობას იწყებს.

 

დღეს მასთან საკანში უკრაინის კონსული და საკონსულოს წარმომადგენლები შეუშვეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ამასთან, სავჩენკოს ზედამხედველობის უფლებას ისევ არ აძლევენ უკრაინელ მედიკოსებს. 

 

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური სამთავრობო წრეები და სხვა სტრუქტურები სავჩენკოს თემას აქტიურად ეხმიანებიან. აშშ-ის სახდეპარტამენტმა კრემლს მფრინავის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ევროპარლამენტმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, სანქციები დაადონ ვლ. პუტინს სავჩენკოს გამო.

 

ქალიშვილის მხარდასაჭერად უკრაინიდან რუსეთში გაემგზავრა ნადეჟდა სავჩენკოს დედა, რომელმაც ერთი დღით ადრე მსოფლიოს შვილის გადარჩენისთვის აქტიური ნაბიჯების გადადგმა სთხოვა. 

 

NADD.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !