
27 იანვარს სტავროპოლის მხარეში შემავალი სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანასოფლელებმა მოუწესრიგებელი გზების გამო სცემეს. ამის შემდეგ სოფლის გამგებელმა სამართალდამცველებს მიმართა და მომხდარის გამოძიება მოითხოვა.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ანდროპოვის რაიონის სოფელ სოლუნო-დმიტროვსკოეს გამგებელს ორი პირი ადმინისტრაციის შენობასთან დახვდა. ერთმა სახეში ორჯერ შემოჰკრა ხელი, მეორემ კი წაქცეულს ფეხებით, ასევე სახეში დაუწყო ცემა და გინება.
თავდამსხმელები გამგებელს ფულის გაფლანგვაში და „გზების საბოლოოდ გაფუჭების წინააღმდეგ ზომების მიუღებლობაში“ ადანაშაულებდნენ.