2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემები სიღარიბის ზღვარზე მცხოვრები მოსახლეობის რიცხვის შესახებ „ინტერაფქსს“ მოჰყავს: რუსეთში მათმა რიცხვმა 22,9 მლნ ადამიანს მიაღწია, რაც მოსახლეობის 15,9%-ია.
2014 წელს სიღარიბის ზღვარზე 16,1 მლნ (11,2%), 2013 წელს კი - 15,5 მლნ (10,8%) ადამიანი ცხოვრობდა. რუსეთის ვიცეპრემიერი ოლგა გოლოდეცი აცხადებს, რომ ღარიბთა რიცხვის ზრდა ინფლაციის მაღალ დონესა და საარსებო მინიმუმის გაზრდას უკავშირდება, რომელიც 7 688-დან 9 662 რუბლამდე გაიზარდა.