-
2015-07-17 11:06
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად (არასასურველ პერსონად) გამოაცხადა ოდესაში რუსეთის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელი - ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახური იტყობინება.
"ვენის კონვენციის 23-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსულ მხარეს გადასცა ნოტა მოთხოვნით, ოდესაში რუსეთის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა სასწრაფოდ დატოვოს უკრაინა", - აღნიშნულია უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
ამასტან, კონსულის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა არ სახელდება. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ რუსმა დიპლომატმა უკრაინა უკვე დატოვა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-04-17 23:47
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38