
კრედიტორთა შეთანხმებებზე უარის თქმის მომხრეებმა საბერძნეთში რეფერენდუმი მოიგეს - გამოკითხულთა 61%-მა ორი პასუხიდან "არა" აირჩია.
რეფერენდუმი ცოტა ხნის წინ დასრულდა და ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია მხოლოდ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა, სადაც სწორედ ეს მონაცემებია მოტანილი. პარალელურად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოთქვა, საერთაშორისო კრედიტორებთან მოლაპარაკება უახლოესი 48 საათის განმავლობაში დაიწყოს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები საბერძნეთის საკითხის განსახილველად შეკრებას უკვე იწყებენ.
ფოტო: Marko Djurica/Reuters