
ოდესას ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვა ერთდროულად დაატყდა თავს. რამდენიმე ადგილას ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა. მოგლეჯილი ხეები მანქანებს დაეცა. მსხვერპლი არ არის.
ამასთან, კოკისპირული წვიმის გამო დაიტბორა ოდესის რამდენიმე გარეუბანი და გზატკეცილი, როგორც თვითმხილველები წერენ, წყლის დონემ ზოგან ერთ მეტრს მიაღწია.