
უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი იგორ შევჩენკო, რომელიც, შესაძლოა, მალე მინისტრთა კაბინეტიდან დაითხოვონ, არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის გუნდის წევრი გახდება.
ამის შესახებ მინისტრმა "პოდრობნოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა:
"აგერ, მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა ღია კონკურსი მის გუნდში, შესაძლოა, იმ კონკურსში მივიღო მონაწილეობა. არც იმას გამოვრიცხავა, რომ ადგილობრივ არჩევნებში ვიყარო კენჭი უკრაინის რომელიმე ქალაქის მერად - ჩემთვის თანამდებობაზე, მინისტრად ყოფნა თვითმიზანი არ არის", - განაცხადა იგორ შევჩენკომ.