
25 ივნისს, ღამის საათებში, დაუდგენელმა პირებმა მოსკოვის დასავლეთ ნაწილში, „კრილატსკიე ხოლმის“ ქუჩაზე მდებარე ცნობილი მომღერლის ვალერიას სახლის ფანჯრებს პნევმატური იარაღიდან ესროლეს.
როგორც ვალერიამ განაცხადა, ინციდენტის დროს ის და მისი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდნენ, სამაგიეროდ, სახლში იყვნენ მისი შვილები: 22 წლის ანა, 18 წლის არსენა და 20 წლის არტემი.
სახლში იმყოფებოდა ასევე მოსამსახურე, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.