
მოსკოვის ოლქში მდებარე ჟუკოვსკის სამხედრო აეროდრომიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის წევრები სომხეთის დედაქალაქში გადასაფრენად მოამზადეს, - წერს rusjev.net.
წყაროს ცნობით, სპეცრაზმელებს აეროდრომზე ორი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი „რუსლანი“ ელოდება. დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა თვითმფრინავების დატვირთვა. ელოდებიან, რომ ღამის განმავლობაში აეროდრომზე სპეცრაზმელების კიდევ ერთი კოლონა გამოცხადდება, რის შემდეგაც რეისი ერევნის მიმართულებით შესრულდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, სომხეთის ქალაქებში გღზელდება საპროტესტო გამოსვლები ელექტროენერგიაზე ტარიფების მომატების წინააღმდეგ. ერევანში მოხდა შეტაკება პოლიციასთან, თუმცა ამ დროისთვის როგორც სომხეთის დედაქალაქში, ასევე გიუმრიში მიმდინარეობს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები.