ერევანში, თავისუფლების მოედანზე "ერთიანობის მარში" მიმდინარეობს. შეგახსენებთ, გუშინ დაწყებული აქცია სომხეთის დედაქალაქში პოლიციამ წყლის ჭავლითა და ხელკეტებით დაარბია, ხოლო 50-დე აქტივისტი დააკავა. აქციის მონაწილეები ფასების ზრდას აპროტესტებდნენ.