
რუსეტში, პეტროპავლოვსკ-კამჩატკაზე მიწისძვრა მოხდა, რომლის მაგნიტუდა 4, 1 ბალს შეადგენდა. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეს ამ რეგიონში მეორე მიწისძვრაა ბოლო 24 საათის განმავლობაში.
"ინტერფაქსი" იტყობინება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ელიზოვსკის რაიონში მდებარეობდა და ის თბილისის დროით 4:06 საათზე დაფიქსირდა.