-
2015-06-13 04:33
დღეს კიევში უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა და მისმა პირველმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კიევის საპატრულო პოლიციის უფროსები წარადგინეს და პირად შემადგენლობას მიმართეს.
უკვე შერჩეულია საპატრულო პოლიციის ის შემადგენლობა, რომელიც 4 ივლისიდან კიევის ქუჩებში პატრულირებას დაიწყებს. არსენ ავაკოვმა რჩეულებს მიულოცა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ასევე კიევის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსი წარადგინა.
პირად შემადგენლობას შს მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკა ზღულაძემაც მიმართა. მისი თქმით, საპატრულო პოლიციის ახალი შემადგენლობის სახეებზე სიხარულს, იმედს და მღელვარებას ხედავს და ეს ბუნებრივი გრძნობებია. შს მინისტრის პირველმა მოადგილემ პოლიციელთა შერჩევის იმ ადამიანურ ფაქტორებზეც ისაუბრა, რომლებიც გაითვალისწინეს როგორც სამისნისტროში, ასევე ინსტრუქტორების რეკომენდაციებში.
ახალი საპატრულო პოლიცია კიევის ქუჩებში 4 ივლისიდან გავა.





