-
2015-06-11 01:09
რომის პაპმა ფრანცისკმა, რომელმაც დღეს რუსეთის პრეზიდენტი მიიღო, ვლადიმირ პუტინს მედალიონი გადასცა, რომელზეც მშვიდობის ანგელოზია გამოსახული, ხოლო ტექსტში ნათქვამია, რომ ამ ანგელოზს "მშვიდობა, სამართლიანობა, სოლიდარობა მოაქვს და, ამავდროულად, მფარველიცაა". თავად პუტინმა რომის ეკლესიის მეთეურს მაცხოვრის ხატი და მართლმადიდებლური ენციკლოპედიის რამდენიმე ტომი უსახსოვრა.
რომის პაპისა და ვლადიმირ პუტინის საუბარი დახურულ კარს მიღმა საათზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც ვატიკანში განმარტეს, საუბარი უკრაინაში არსებულ სიტუაციას და იქ ჰუმანიტარული მისიების გაძლიერებას შეეხო, რომის პაპმა ასევე, ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა "ერთობლივი ძალისხმევა მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, რათა ისტუაცია განიმუხტოს. რომის პაპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს რომის პაპმა ფრანცისკმა ვლადიმირ პუტინს სრულიად რუსთა კათოლიკოს-პატრიართან კირილთან მოკითხვა და კეთილი სურვილები დააბარა.

