-
2015-06-05 05:01
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამბობს, რომ ქვეყნის პოლიციის ხელმძღვანელად ისეთ პიროვნებას ხედავს, როგორიც ეკა ზღულაძეა, მაგრამ ეს საბოლოოდ, პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს.
„დაწყებულია კანონების მიღება, რომლებიც შსს-ს რეფორმას მოაწესრიგებს, ისინი ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიკურისგან განცალკევებას ითვალისწინებს, იქმნება მუნიციპალური დაცვა და ახალი პოლიცია. მომავალ ხელმძღვანელად ვხედავ ისეთ ადამიანს, როგორიცაა ეკა ზღულაძე - სუფთას, რომელსაც არ გააჩნია კორუფციული კავშირები და განწყობილია რეფორმებისთვის. მაგრამ ეს პარლამენტისა და მთავრობის საქმეა“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26