
24 წლის ჩინელმა გოგონა-გეიმერმა ინტერნეტკაფეში შვილი გააჩინა და ისევ კომპიუტერთან დაბრუნდა, რათა თამაში გაეგრძელებინა. მშობიარე ტუალეტში დამლაგებელმა აღმოაჩინა.
ადმინისტრაციამ სასწრაფოში დარეკა, მაგრამ გოგონა ექიმებს არ დაელოდა: სისხლში ამოსვრილი და ახალშობილით ხელში ის დარბაზში დაბრუნდა და უარი უთხრა დახმარებაზე პერსონალს, რომელიც მისთვის სიხლის ჩამობანას ცდილობდა.
როცა ექიმები მოვიდნენ, გოგონამ უარი თქვა საკაცის გამოყენებაზე და მანქანასთან თვითონ მივიდა. მოგვიანებით მან ჟურნალისტებს უამბო, რომ სახლიდან გაიქცა მშობლებთან კონფლიქტის გამო და სასტუმროში დაბინავება უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ქურდმა საფულე ამოაცალა.
იმდენად ცოტა ფული დამრჩა, რომ მხოლოდ ინტერნეტკაფეში შემეძლო წასვლა, - თქვა მან და დაამატა, რომ ბავშვის მამამ ის ადრევე მიატოვა.