რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეარხ „როსიაზე“ გასულ ახალ პროპაგანდისტულ ფილმში სსრ კავშირის რღვევის შემდგომი პროცესის ანალიზის საკუთარ ვერსიაზე ისაუბრა.
კერძოდ, ვლადიმირ პუტინის აზრით, ყოფილი სსრკ-ს ყველა ქვეყნის ტერიტორია რუსეთს ეკუთვნის:
„ჩვენ ყველას გვქონდა ილუზია, რომ სსრკ-ს დანგრევის შემდეგ, იმის შემდეგ, რაც რუსეთი შეგნებულად წავიდა ისტორიულ ნაბიჯზე, როცა უარი თქვა საკუთარ ტერიტორიაზე, ... თავისუფლება სიხარულით დაგვხვდებოდა შესასვლელთან და ძმები ჩვენ მახვილს მოგვცემდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა - დასავლეთმა რუსეთს არათუ მახვილი არ მისცა, იმ სამხედრო ძლიერების ნარჩენებიც წაიღო, რაც ოდესღაც ჰქონდა“, - განაცხადა პუტინმა.