
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირდაპირ ეთერში მოქალაქეების მიერ დასმული შეკითხვებზე პასუხის გაცემის დროს განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკოს დიდხანს არწმუნებდა, არ განეახლებინა საომარი მოქმედებები დონბასში, რომელიც თავის დროზე ტურჩინოვმა დაიწყო.
„ის აირჩიეს და მას ჰქონდა შანსი, მშვიდობიანად მოლაპარაკებოდა დონბასელებს, მაგრამ მათ დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები ერთხელ, მეორედ, მესამედ... ეს, რასაკვირველია, ნეგატიურად აისახება პირველ რიგში უკრაინაზე და უკრაინის არმიაზე...
მე მესმის რუსეთის მოქალაქეების პრეტენზიები იმაზე, თუ რატომ ვაძლევთ უკრაინას იაფ ელექტროენერგიას, იაფ ბუნებრივ აირს, მაგრამ ქვეყნებში ხელისუფლება დროთა განმავლობაში იცვლება, ხალხი კი რჩება, ხალხი ჩვენთვის ძალიან ახლობელია...
მე რომ მკითხოთ, უკრაინელი და რუსი ხალხი საერთოდაც ერთი ხალხია, მათ არც გავყოფდი, თუმცა, ბევრს სხვა აზრი აქვს. ამაზე ოპონირება შეიძლება, თუმცა სხვა დროს და სხვა ვითარებაში“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.