
უკრაინის იუსტიციის უწყების პრეს-სამსახურის ცნობით, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა კიევის რეგისტრაციის და საaღსრულებო სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები.
უფლებამოსილება შეუჩერდათ აღნიშნული უწყებების რაიონული სამსახურების უფროსებსაც, ვიდრე მათი საქმიანობის შემოწმება მიმდინარეობს.
პეტრენკოს თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ადგილობრივი დაწესებულებების ხელმძღვანელები ღიად ეწინააღმდეგებიან იმ ცვლილებებს, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. ვაკანტურ თანამდებობებზე საჯარო კონკურსი გამოცხადდება.