სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მომხდარი მძლავრი აფეთქების მიზეზი, რა დროსაც 30 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სახანძრო სამსახურები, დაშავებულები ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მაშველების მუშაობას ხელს ძლიერი ცეცხლი და კვამლი უშლიდა. აფეთქების მიზეზბს გამოძიება დაადგენს.