-
2015-03-25 16:11
უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახურის უფროსი სერგეი ბოჩკოვსკი დღეს პირდაპირ მთავრობის სხდომაზე, ტელეკამერების თანხლებით დააკავეს. სხდომა ცალკეული მედიის პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა.
უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა განმარტა, რომ ეს სპექტაკლი კი არა, გაფრთხილებაა, რომ ასე გაგრძელდება: "მსგავსი საჯაროობა მისაღებია. კიდევ ბევრი კორუფციული საქმის გამოძიება მიმდინარეობს და ეს დაკავება, სამწუხაროდ, უკანასკნელი არ არის", - განაცხადა ავაკოვმა პრესკონფერენციაზე.
მინისტრმა დაამატა, რომ დაკავების ოპერაცია საიდუმლოდ დამუშავდა, რათა ცნობა არ გაჟონილიყო.
ბოჩკოვსკის კორუფციაში სდებენ ბრალს. გამოძიების ინფორმაციით, ის 10-12%-ს ითვისებდა იმ სწავავიდან, რაც სახელმწიფო სამსახურისთვის გამოიყოფოდა. სერგეი ბოჩკოვსკი ამ თანამდებობაზე 2014 წლის აპრილში დაინიშნა.