
რუსეთის სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაცაიატა და სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე ბაიკალის ტბაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია ჯერ განთავსდა, შემდეგ კი წაიშალა.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გაყინულ ტბაზე მანქანით მოძრაობის დროს ყინული ჩატყდა და მანქანაში მყოფი ხუთი მგზავრიდან ერთი - ვიქტორ იანუკოვიჩ-უმცროსი (უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი) დაიღუპა.
ამასთან, ვებგვერდზე ზუსტად ეს შემთხვევა იყო აღწერილი, მაგრამ დაღუპულისა და დაზარალებულთა ვინაობა არ გახლდათ მითითებული.
ვებგვერდზე გაქმოქვეყნებულ ინფორმაციაზე წვდომა ამჯერად არ არსებობს, მაგრამ მისი გამოქვეყნება „გუგლის“ ქეშით დასტურდება. ინფორმაციის სათაურში გამოტანილი იყო, რომ უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფამ ბაიკალის ტბაზე ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.