პუტინის მორიგი აღიარება ყირიმის ანექსიის გეგმის წინასწარ არსებობის შესახებ (ვიდეო)

Image

დიმიტრი კისელოვის საავტორო გადაცემაში „ვესტი ნედელი“ დაანონსდა დოკუმენტური ფილმის „ყირიმი. გზა სამშობლოსკენ“ პრემიერა, რომელიც გადაცემის დასრულების შემდეგ გავიდა ეთერში. 

 

ფილმში, სადაც ვლადიმირ პუტინის თვალთახედვა და ყირიმთან დაკავშირებული მისი გადაწყვეტილებებია აღწერილი, რუსეთის პრეზიდენტი არაერთ ფატქს იხსენებს, რაც მიანიშნებს, რომ ყირიმის ანექსიის გეგმა წინასწარ იყო მომზადებული.

 

შეგახსენებთ, ვლადიმირ პუტინის მსგავსი აღიარება ცნობილია ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან მიმართებაშიც. პუტინის კვალდაკვალ, მაშინ რუსმა გენერლებმაც აღიარეს, რომ საქართველოსთან ომის სამზადისი 2008 წლამდე ბევრად ადრე დაიწყო.

 

ფილმში ყირიმის შესახებ, სადაც უკრაინიდან ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებზეცაა საუბარი, ვლადიმირ პუტინი აღნიშნავს, რომ 2014 წლის 22-დან 23 თებერვლის ღამეს ის პირადად იყო დაკავებული უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის იანუკოვიჩის სიცოხლის გადარჩენის ოპერაციით. გადაცემაში ნათქვამია, რომ ოპერაციას, როცა რუსეთმა მეზობელი ქვეყნიდან ამ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის საიდუმლო ევაკუაცია მოახდინა, ანალოგი არა აქვს მსოფლიოში. 

 

ვლადიმირ პუტინის თქმით, ოპერაცის დილის შვიდი საათისთვის დასრულდა, რის შემდეგაც პუტინმა მის კაბინეტში შეკრებილ ოთხ პირს უთხრა: "უკრაინაში სიტუაცია ისე წარიმართა, რომ ჩვენ ახლავე უნდა ვიფიქროთ რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის დაბრუნებაზე".

 

ამავე ფილმში ვლადიმირ პუტინი აღიარებს, რომ იქ სანაპირო დაცვის კომპლექსი „ბასტიონი“, რომელიც მსოფლიოში ერთერთ საუკეთესოდ აღჭურვილ კომპლექსადაა მიჩნეული, ყირიმზე მისი ბრძანებით გადაისროლეს.

 

ფილმის პრემიერას უკვე მოჰყვა რეაგირება საერთაშორისო დიპლომატებისგან. ასე მაგალითად, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩსმა „ტვიტერზე“ დაწერა:

 

„ჭეშმარიტების წამი? პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცოდით ან რასაც ვეჭვობდით - ყირიმის ანექსია წინასწარ იყო დაგეგმილი, რეფერენდუმი არაფერ შუაშია...“.

 

„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ რუსეთის სახელმწიფო არხზე გასული ფილმის „ყირიმი. გზა სამშობლოსკენ“ სრულ ვერსიას.  

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !