- 
	2015-03-13 18:22	
ტელეწამყვან ოთარ ქუშანაშვილის უფროსი ძმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით  ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
 
 
ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ძმასთან ერთად ისაუზმა მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში.
 
მათი  შეხვედრიდან ერთი საათის შემდეგ, რომანი  მეუღლესაც ესაუბრა.
 
„როდესაც მორგიდან დაგვირეკეს და შეგვატყობინეს, რომ ჩემს მეუღლეს ნარკოტიკის  ჭარბი დოზით მიღების სიმპტომები აღენიშნებოდა, ყველანი შოკში ჩავვარდით", - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე ირინა.
 
ოთარ ქუშანაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი ძმა შესაძლოა, მოეკლათ. გარდა ამისა, НТВ-ს წყაროს ინფორმაციით, იგი სამართალდამცავებს სხვადასხვა დანაშაულებების, მათ შორის ქურდობის გამო, არაერთხელ დაუპატიმრებიათ.
 
ambebi.ge