
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უარი განაცხადა უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე. აშშ-ის პირველი პირი ამ გადაწყვეტილებამდე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან კონსულტაციის შემდეგ მივიდა.
ამის შესახებ აშშ-ში გერმანიის ელჩმა პეტერ ვიტტიგმა განაცხადა. მისი თქმით, ობამა პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით პრობლემის მოგვარების მომხრეა და ამ მხრივ გააძლიერებს ძალისხმევას.