
რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი, რომელმაც გროზნოში, თავი ხელყუმბარით აიფეთქა, ბორის ნემცოვის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი.
როგორც ცნობილი გახდა, შაბათს, 7 მარტს ღამით, გროზნოს ერთერთ მრავალსართულიან სახლში მოახდინეს აღნიშნული პიროვნების ბლოკირება. შემდეგ მამაკაცმა ერთი ხელყუმბარა პოლიციის თანამშრომელთა მისამართით ისროლა, ხოლო მეორით თავი აიფეთქა.
როგორც ცნობილია ინგუშეთის უშიშროების საბჭომ 7 მარტს გაავრცელა განცვხადება, რომ დაკავებულია 3 პიროვნება - ზაურ დადაევი, ანზორ გუბაშევი და შაჰიდ გუბაშევი, რომელთაც ბორის ნემცოვის მკვლელობაში ედებათ ბრალი.