"ინტერფაქსი" იუწყება, რომ ნატოს ოთხი საბრძოლო ხომალდი შავ ზღვაში შევიდა. გამოცემის ცნობით, ინფორმაციის წყარო სამხედრო-დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელია.
"შავ ზღვაში კანადის საზღვაო ძალების მართვადი სარაკეტო იარაღის ფრეგატი "ფრედერიკტონი", აშშ-ის საზღვაო ძალების კრეისერი "ვიკსბურგი", გერმანიის ტანკერი "სპესსარტი" და თურქეთის ფრეგატი "ტურგუტრაისი" შევიდნენ", - აცხადებს წყარო.
მისივე თქმით, არაა გამორიცხული, შავ ზღვაში ნატოს კიდევ ორი ფრეგატი შევიდეს.