შვედმა ტურისტებმა შემთხვევით გადაიღეს, თუ როგორ მოცოცავს ბუკინგემის სასახლის ფანჯრიდან გადმოკიდებულ ზეწრებზე შიშველი მამაკაცი.
ტურისტები ბუკინგემის სასახლესთან ყარაულის შეცვლის რიტუალის სანახავად მივიდნენ.
როდესაც ერთ-ერთმა ტურისტმა კამერა სასახლისკენ მიმართა, კადრში დაინახა, როგორ გადმოძვრა სრულიად შიშველი მამაკაცი შენობის სულ ზედა სართულის ფანჯრიდან.
კადრში ჩანს, რომ მამაკაცს სიჩქარეში თოკზე ხელი აუცდა და დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა.
რა ბედი ეწია მას ამის შემდეგ, უცნობია, რადგან ტურისტების თვალთხედვიდან დაიკარგა.
ბუკინგემის სასახლის პრესსამსახური მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, ხოლო ლონდონის პოლიციაში განაცხადეს, რომ ამის შესახებ არაფერი გაუგიათ.