-
2015-02-27 09:57
ამერიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მოითხოვა.
„უკრაინისთვის იარაღის მიწოდების იდეა არ გამოიწვევას ვლადიმერ პუტინის პროვოცირებას, რადგან მან უკვე გააკეთა ყველაფერი, რაც უნდოდა.
სხვას კიდევ რას მოიმოქმედებდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ უკრაინელებს თავის დაცვის შესაძლებლობას მივცემდით?
უკრაინელები რუსეთის თანამედროვე შეიარაღებას ეწირებიან მსხვერპლად,”-განაცხადა მან.
იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს დაზვერვის ხელმძღვანელი ჯეიმს კლეპერიც, რომელმაც აღნიშნა, რომ შესაძლოა სეპარატისტების შემდეგ სამიზნეს უკვე მარიუპოლი წარმოადგენდეს.