უკრაინაში კვლავ კრიზისული ვითარებაა. სეპარატისტებმა მინსკის შეთანხმება დაარღვიეს და ქალაქ დებალცევოში ბრძოლები განაახლეს, რის შედეგადაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა ქალაქი დატოვეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ნორმანდიულ ოთხეულს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ნატო-ს შეიარაღებული ძალების ევროპის გენერალი ფილიპ ბრიდლავი მიიჩნევს, რომ უკრიანაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეალურად არც განხორციელებულა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა სეპარატისტებს შეწყვიტონ იერიში.
ქვეყნის აღმოსავლეთში გაეროს პირველი ჰუმანიტარული დახმარება უკვე შევიდა.
თავის მხრივ გერმანიამაც გამოთქვა მზადყოფნა დონბასში სამშვიდობო ჯარის შეყვანის შესახებ, თუკი ამის სურვილს უკრაინის ხელისუფლება გამოთქვამს და წინადადებას ევროკავშირსა და გაეროში დააყენებს.