
ISIS-ის ბოევიკებმა 21 ეგვიპტელი მეთევზე მოკლეს, რომლებიც ლიბიის ქალაქ კაფრ ეშ შეიხიდან გაიტაცეს. ეს ფაქტი ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ ვიდეოშია ასახული.
ვიდეოზე ნიღბიან ტერორისტებს ნარინჯისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი ტყვეები ზღვის სანაპიროზე გამოჰყავთ, მუხლებზე აყენებენ და თავებს კვეთენ. სავარაუდოდ, მკვლელობა ლიბიაში მოხდა.