„ზღულაძე სამსახურში გაწელილი სვიტერით და უმაკიაჟოდ დადის, გეწაძეს ქალი-მძღოლი ემსახურება, კვიტაშვილი მთელი დღე მხოლოდ ყავას მიირთმევს“

Image

ინტერნეტგამოცემა „vesti-ukr.com“-ი უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი და კიევში გადასახლებული ქართველი ჩინოვნიკების ყოფით დაინტერესდა.

 

მათი მხედველობის არეში უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, გია გეწაძე და შს მინისტრის მოადგილე, ეკა ზღულაძე მოექცნენ.

 

ნაქირავები ბინები და სასტუმროს ნომრები

 

„ჯანდაცვის მინისტრი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ბინა ჯანდაცვის სამინისტროს მახლობლად, გორკის ქუჩაზე მდებარეობს, რათა საცობებში დრო არ დაიკარგოს“, – ამბონს მინისტრის პრეს-მდივანი ტატიანა ციბა.

 

საშუალოდ ბინის არენდა იქ თვეში 14-23 ათასი გრივნა ღირს. ის სამსახურში სამსახურის ავტომობილით – 28 ათასი აშშ დოლარის ღირებულების „Ford Mondeo“-თი გადაადგილდება. კოლეგების თქმით, მინისტრი-ნამდვილი „კოფემანია“. ის ყავას მთელი დღის განმავლობაში სვამს. კვიტაშვილს კიევის ქუჩებში ხშირად ფეხით მოსიარულესაც აფიქსირებენ.

 

kvita.jpg

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე-გლიუკსმანი კიევის ცენტრში, პეჩერსკის რაიონში აპარტამენტებს ქირაობს. აქამდე ის შსს-ს სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც ნომერი დღე-ღამეში 400-დან 1200 გრივნამდე ღირს. ეს 90-იანების ავეჯით გამოწყობილი, საბჭოთა სტილის ოთახები გახლავთ.

 

„ეკა მიხეილის ასული სამინისტროს სასტუმროში ცხოვრობდა. ერთი კვირის წინ შსს-ს მახლობლად, ბინაში გადავიდა“, – ამბობს ზღულაძის თანაშემწე ანასტასია.

 

2 ოთახიანი ბინის არენდა იქ თვეში 14-25 ათასი გრივნა ღირს. შსს-ს თანამშრომლები ამბობენ, რომ ზღულაძეს მძღოლი ყველგან თან დაჰყვება: „ის მას როგორც ბავშვს, ისე ადევნებს თვალყურს, რადგან ხანდახან შეიძლება ისე ჩაფიქრდეს, რომ დერეფნებში უბრალოდ დაიკარგოს“. სამსახურში შეიძლება გამოცხადდეს გაწელილ სვიტერში, აბსოლუტურად მაკიაჟის გარეშე – ეს მას არ ადარდებს.

 

მისი ავტობიოგრაფიით თუ ვიმსჯელებთ, ეკას ქმარ-შვილი პარიზში ცხოვრობს. ეს 35 წლის ჩინოვნიკის მეორე ქორწინებაა: 12 წელი მან თბილისელ შოუმენთან იცხოვრა, ხოლო 2011 წელს ცოლად ფრანგ ჟურნალისტსა და რეჟისორს რაფაელ გლიუკსმანს გაჰყვა. ის საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად მუშაობდა. ეკას და რაფაელს ვაჟი ალექსანდრე ჰყავთ. ამჟამად ეკა შეიძლება ითქვას, უკრაინასა და საფრანგეთს შორის იხლიჩება.

 

როდესაც ჩვენ ზღულაძეს დავუკავშირდით, ზუსტად მაშინ ის ქვეყნიდან იყო წასული. „ოჯახის მონახულებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაწევა პირადი ბიუჯეტიდან ხდება“, – ამბობს მისი თანაშემწე.

 

გეწაძეს ქალი მძღოლი ატარებს

 

საქართველოს ექსპრეზიდენტის კიდევ ერთი მეგობარი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე გია გეწაძე დედაქალურ სასტუმროში ცხოვრობს. „თუკი მოხერხდება, სამსახურთან ახლოს მინდა ბინის პოვნა. ოჯახის კიევში გადმოყვანა სავარაუდოდ არ გამოვა.

 

ცოლი და უფროსი ვაჟი, რომელიც იურისტია, თბილისში მუშაობენ. ქალიშვილი 13 წლისაა, ის სკოლაში სწავლობს. ხოლო ყველაზე პატარა ოთხი წლის გახლავთ. ისინი მე მომინახულებენ“, – ამბობს გეწაძე.

  

„ვესტის“ კორესპოდენტმა აღმოაჩინა, რომ გეწაძეს ქალი-მძღოლის ატარებს. იგი ჰეჩბეკ „Mercedes A200“-ით გადაადგილდება. თავისუფალ დროს გეწაძეს უკრაინული ენის შესწავლა სურს, ხოლო თუ დროს გამონახავს, მაშინ უზზე საცურაოდ გარბის.

 

სააკაშვილმა „Rolex“-ის საათი 330 ათას გრივნად შეძინა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოლო პერიოდში უკრაინის ხშირი სტუმარია. კიევში ის ბიზნესმენებს კონსულტაციებს უწევს და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. სააკაშვილის გარემოცვიდან ცნობილია, რომ ის ხუთვარსკვალავიან სასტუმროებში: Hilton-ში ან Fairmont-ში ჩერდება.

 

საინტერესოა, რომ იმ პერიოდში, როდესაც უკრაინის გადასარჩენად ლოცვები აღევლინებოდა, სააკაშვილმა 330 ათასი გრივნის ღირებულების „Rolex“-ი შეიძინა.

 

vesti-ukr.com/svetskie-vesti/88331-zamglavy-mvd-zguladze-hodit-v-rastjanutom-svitere-i-bez-makijazha

რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ხმების რაოდნობა:
ხმის მიცემა შეწყვეტილია !